პორტრეტული მინიატიურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პორტრეტული მინიატიურა – მცირე პორტრეტული გამოსახულება შესრულებული ფერწერის ფაქიზი ხერხებით. ჩვეულებრივ პორტრეტული მინიატიურა სრულდება წვრილი ფუნჯის წვერით – მსუბუქი შტრიხებით, შიავით და ა.შ. – ძვალზე, ეტრატზე, მუყაოზე, ქაღალდზე, ლითონზე, ფაიფურზე. პორტრეტულ მინიატიურაში გამოიყენება მინანქარი, გუაში, აკვარელი, იშვიათად ზეთის საღებავები.