პოსტინდუსტრიული საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:47, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოსტინდუსტრიული საზოგადოება - (postindustrial society) – ეს ტერმინი სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა ამერიკელმა მეცნიერმა დანიელ ბელიმ. ნაშრომში „პოსტინდუსტრიული საზოგადოების მომავალი“ (1973) მან ჩამოაყალიბა პოსტინდუსტრიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი შემდეგი ხუთი ნიშანი:

  1. მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებასთან შედარებით, მომსახურების სფეროს წინგამსწრები ტემპით განვითარება;
  2. ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური შეფასებების განსაკუთრებული როლის წარმოჩენა;
  3. ახალი „ინტელექტუალური“ ტექნოლოგიების შექმნა;
  4. დასაქმების სტრუქტურაში პროფესიულ-ტექნიკური პერსონალის უპირატესობის ზრდა;
  5. თეორიული ცოდნის, როგორც სიახლეების დანერგვისა და ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძვლის, როლის ამაღლება. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, სადაც სოციალური პრობლემები უკეთესად წყდება, ბელის განმარტებით, მთავარია არა ძლიერი კუნთები, არამედ ცოდნა და ინფორმაცია.

საქმე ისაა, რომ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკაში (იაპონიაში კი 70-იანი წლებიდან) გამოიკვეთა ახალი თავისებურება - მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ძირითად მიმართულებათა ფართოდ დანერგვა, რამაც დააჩქარა მომსახურების სფეროს ეკონომიკის მესამეულ სექტორად ჩამოყალიბება, მისი ხვედრითი წონის არსებითი გადიდება საზოგადოებრივ წარმოებასა და მოხმარების სტრუქტურაში. ყველა ძირითადი მაჩვენებლით, მათ შორის დასაქმებულთა რიცხოვნებით, მან წინ გაუსწრო მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებას და გადაიქცა ეკონომიკის უმსხვილეს სექტორად. წარმოების პროცესების ავტომატიზაციამ, ენერგიის ახალი წყაროებისა და ბიოტექნოლოგიის გამოყენებამ, მიკროელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციური ტექნიკის მიღწევათა ათვისებამ თვისებრივად ახალი ეტაპი შექმნა ეკონომიკურ განვითარებაში. საწარმოო ძალების არნახულმა პროგრესმა გამოიწვია კაპიტალიზმის ტრანსფორმაცია ახალ საზოგადოებაში, შექმნა განვითარების შემდგომი, უფრო მაღალი საფეხური. წინაინდუსტრიული საზოგადოება შეცვალა ინდუსტრიულმა, ხოლო ეს უკანასკნელი - პოსტინდუსტრიულმა. განვითარებულ ქვეყნებში დაიწყო მაღალი მასობრივი მოხმარების ხანა, რაც გამოიხატა შემდეგში: ა. მკვეთრად გაიზარდა იმ უმაღლესი ხარისხის საქონლისა და მომსახურების მასობრივი მოხმარება, რომლებიც წინათ ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილისათვის;
ბ. საგრძნობლად შემცირდა სიღარიბე;
გ. მოსახლეობის 10%-მა ფუფუნების დონეს მიაღწია (წინათ იგი ხელმისაწვდომი იყო ერთეულებისთვის). მასობრივ მოხმარებაზე გადასვლას მოჰყვა პროგრესული უკუშედეგები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები