პრინციპი - ვინც აბინძურებს, ის იხდის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:58, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრინციპი - „ვინც აბინძურებს, ის იხდის“ - (polluter pays principle), იდეა, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვინც აბინძურებს გარემოს, მან უნდა გადაიხადოს ამ ქმედებისათვის. როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ განაცხადა, ამ პრინციპს შეესაბამება პიგუს გადასახადი, აგრეთვე ნებისმიერი გადასახადი ან მოსაკრებელი, რომელიც ასტიმულირებს გარემოს დაბინძურების შემცირების ღონისძიებებს.