რამონ ოლივ (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამონ ოლივა

რამონ ოლივ - (Guigne Ramon Oliva). ბლის ეს ჯიში წარმოშობილია საფრანგეთში, იგი XIX საუკუნის ბოლო წლებში იპოვა მებაღე შაროზემ ანჟერის ახლოს (საფრანგეთი), როგორც შემთხვევითი თესლნერგი. საფრანგეთში ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული და ცნობილია, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ადრეული ბლის ჯიში. სხვა ქვეყნებში ნაკლებად არის გავრცელებული.

საქართველოს რაიონებშიაც იშვიათად გვხვდება, ისიც ცალკე ხეების სახით.

ჯიში ღირსშესანიშნავია თავისი ლამაზი და გემრიელი ადრეულა სიმწიფის ნაყოფით, უხვი მოსავლიანობით, მხოლოდ ტენიან პირობებში ნაყოფი ადვილად სკდება და ლპება კიდეც.

ხე ხასიათდება ზომიერი ზრდით, ტოტები გადახლართული აქვს, ვარჯი განიერი, გადაშლილი, ჩამოკიდებული ტოტებით.

ფოთოლი მსხვილია, თხელი, ჩფამოკიდებული.

ჰყვავის ადრე, თვითსტერილია; საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშად მისთვის მაისის საადრეო ითვლება.

ნაყოფი მსხვილია, გულისებრი ფორმის, წაწვეტებული ბოლოთი.

ნაყოფის კანი თხელია, პრიალა, მუქი წითელი ფერის; კანზე ემჩნევა უფრო მუქი წითელი ზოლები.

ნაყოფის ხორცი საშუალო სიმკვრივისაა, ძარღვიანი, მაგრამ ნაზი, მუქი წითელი ფერისაა, ტკბილი გემოსი; წვენი შეფერილი აქვს.

კურკა მსხვილია.

რამონ ოლივა კარგია, როგორც ადრეულა სუფრის ჯიში, მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში. მას არ უყვარს ზედმეტი ტენი ნიადაგში.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები