რიგელი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიგელი – (გერმ. riegel განივა, ურდული) მწეკოჭი; შემკვრელი კოჭი, მზიდი კონსტრუქციის ჰორიზონტალური ელემენტი – სვეტების შემაერთებელი ძელი. კარკასულ შენობებში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მზიდ ელემენტს, რომელზეც ეყრდნობა სართულშუა გადახურვის ფილები, კედლები, ტიხრები, დიაფრაგმები და სხვ.; ის შეიძლება იყოს გამჭოლი ან მთლიანკვეთიანი (მართკუთხა, ტესებრი, ორტესებრი ან სხვა განივი კვეთის), დამზადებული ლითონის, რკინაბეტონის ან ხისგან.