რკინიგზა — მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ორკესტრში რკინიგზის გუგუნის იმიტირებისათვის. შედგება რკინის თხელი ფირფიტისაგან, რომელიც დიდი დაფდაფის თავზე იკიდება. ჯოხების დარტყმით რხევაში მოჰყავთ ფირფიტა და რიკოშეტით ეხებიან დაფდაფსაც, რის შედეგადაც მიიღება სასურველი ჟღერადობა.