რკინიგზის სადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 3 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რკინიგზის სადგური – რკინიგზის ტრანსპორტის საექსპლუატაციო დაწესებულება რკინიგზების სისტემით მატარებლების მიღების, გასტუმრების, გადაჯვარედინებისა და გასწრების უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე მოწყობილობებით მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისა და ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. განასხვავებენ საკვანძო, საშუალედო, საუბნო, სახარისხებელ და სხვ. რ. ს. რკინიგზის ვაგზლისაგან განსხვავებით რკინიგზის სადგური უფრო მცირე ზომისაა და მგზავრთა ნაკლები გამტარუნარიანობა ახასიათებს.