რომანული არქიტექტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რომანული არქიტექტურა − განვითარდა ევროპის ფეოდალური დაქუცმაცების ხანაში, მოიცავს X-XII საუკუნეებს, როდესაც იდეოლოგიის სფეროში გადამწყვეტი იყო ქრისტიანული ეკლესიის გავლენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიმუშებია სამონასტრო ანსამბლები და ტაძრები. ტაძრები უმეტესად ბაზილიკურია. დამახასიათებელია ქვის მასიური კედლები, ბოძები და კამარები, კოშკებიანი ფასადები. დარჩენილია აგრეთვე იმდროინდელი ციხე-დარბაზები და საქალაქო შენობებიც. XIII ს-დან რომანული არქიტექტურა ადგილს უთმობს გუთური არქიტექტურას.