რომაული ცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 3 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რომაული ცემენტი – უძველესი ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერება, მიღებული კირიანი ან მაგნეზიალური მერგელების დაბალტემპერატურული (900°C) გამოწვითა და შემდგომი წმინდა დაფქვით. ძირითადად იყენებდნენ ხსნარებისათვის წყობაში და გარე ბათქაშისათვის. თანამედროვე მშენებლობაში თითქმის მთლიანად შეიცვალა პორტლანდცემენტითა და მისი ნაირსახეობებით.