რუმბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:14, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუმბი - ტყავის მოკუპრული ჭურჭელი. 25-30 ფუთი ტევადობისა,საუკეთესო რუმბები მზადდებოდა ასაკოვანი ხარის ტყავისაგან. რუმბები გამოიყენებოდა ღვინის გადასატანად და ამ თვალსაზრისით ერთობ მოხერხებული ჭურჭელი იყო, თუმცა, შორ მანძილზე გადატანისას ღვინო „ილახებოდა“ და ამავე დროს, კუპრის სუნსაც ღებულობდა. რუმბი, კოლოტის მსგავსად, ტყავის მოკუპრულ ჭურჭელთა რიგს განეკუთვნება.
