რუსო ჟან-ჟაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:23, 7 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟან-ჟაკ რუსო – (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau1712-1778), ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, კომპოზიტორი. სენტიმენტალიზმის მამამთავარი. თავისი ესთეტიკური ნააზრევით და შემოქმედებით უპირისპირდებოდა კლასიციზმის რაციონალურ პოეტიკას, იცავდა თავისუფალი გრძნობის პრინციპს, ცხოვრებისეულ სიმართლეს. იგი იყო პიესების და ოპერების ავტორი, რომელთა უმრავლესობა დაწერა ფილოსოფიურ-ესთეტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებამდე: ერთაქტიანი ლირიკული სცენა „პიგმალიონი“, კომედია „ნარცისი“, მშვიდობის მქადაგებელი – „სამხედრო ტყვეები“. მის საუკეთესო მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებად მიჩნეულია ერთაქტიანი ოპერა „სოფლის ჯადოქარი“. მის კომედიებში მოქმედებას ამოძრავებს შემთხვევა, რომელიც ქმნის შემაშფოთებელ ვითარებებს, მაგრამ ყოველთვის კეთილად მთავრდება.