რუსული ღიღილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:57, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუსული ღიღილო - (Centaurea cyanus L. = Cyanus segetum Hill); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აბლაბუდასებური ბეწვით მოფენილი. ღერო სწორია, სიმაღლით – 10-80 სმ. ძირიდანვე დატოტვილი, წაგრძელებული წვრილი ტოტებით. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია, უკუკვერცხისებურ-ლანცეტა ფორმის, წაწვეტებული. კალათები საშუალო ზომისაა, კვერცხის ზომის, მარტოული. განაპირა ყვავილები ლურჯია, შიგნით – იისფერი. ყვ. ნაყ. V-X. კახეთის ტერიტორიაზე ეს მცენარე გავრცელებულია დაბლობებზე, მინდვრებსა და ქვიან მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ლალისყურის მიდამოებში, დედოფლისწყაროს ახლოს. ცნობილია აფხაზეთსა და იმერეთში, აგრეთვე თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში.