საავიაციო-სარაკეტო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:13, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საავიაციო-სარაკეტო კომპლექსი – საავიაციო შეიარაღების სახეობა, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიზნების რაკეტებით დაზიანებისათვის. მოიცავს რაკეტებს, გამშვებ დანადგარებს, მართვის და დამიზნების სისტემებს, რომლებიც საფრენ აპარატებზეა განლაგებული, აგრეთვე – სახმელეთო მოწყობილობას რაკეტების მომზადების, ტრანსპორტირებისა და მდგომარეობის შემოწმებისათვის. კომპლექსში შეიძლება შედიოდეს აგრეთვე დაზვერვისა და მართვის საშუალებები, რომლებიც დედამიწაზე ან სხვა საფრენ აპარატებზეა განლაგებული.