საავიაციო დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო (საჰაერო) დაზვერვა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც გეგმავს და ახორციელებს ყველა დონის შტაბი და სარდლობა მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების), ობიექტების, საომარი მოქმედებების თეატრის ინფრასტრუქტურის, ადგილმდებარეობის, ამინდის, რადიაციული და ქიმიური ვითარების შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით; დაზვერვის სახეობა.


საჰაერო დაზვერვა წარმოებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარების (ძალების) გვარეობების ინტერესებისათვის პილოტირებული და უპილოტო (დისტანციურად პილოტირებული) მზვერავი თვითმფრინავების, ჰაერსანაოსნო საშუალებების ეკიპაჟის, ქვედანაყოფის, ნაწილის მიერ, აგრეთვე თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ეკიპაჟების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს.

საჰაერო დაზვერვა იყოფა სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დაზვერვად.

საჰაერო დაზვერვის ძირითადი სახეობებია: ვიზუალური თვალთვალი, ოპტიკურ-ელექტრონული და რადიო-ელექტრონული დაზვერვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები