საავიაციო რაკეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:38, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საავიაციო რაკეტა Р-27

საავიაციო რაკეტა - რაკეტა, რომელიც გამოიყენება საფრენი აპარატიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიზნების დასაზიანებლად; საავიაციო შეიარაღების ძირითადი კომპონენტი.

საავიაციო რაკეტა როგორც წესი, არის ერთსაფეხურიანი მყარსათბობიანი. განასხვავებენ უმართავ საავიაციო რაკეტას (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ჭურვების ანალოგი) - ძირითადად სახმელეთო მიზნების გასანადგურებლად და „ჰაერი-ზედაპირის“, („ჰაერი-დედამიწა“, „ჰაერიც ხომალდი”) და „ჰაერ-ჰაერის“ კლასების მართვად ფრთოსან რაკეტებს (უმრავლესობა).

„ჰაერი-ზედაპირის“ საავიაციო რაკეტები იყოფა სტრატეგიულ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ რაკეტებად, ხოლო „ჰაერი-ჰაერი” – დიდი, საშუალო და მცირე (ახლო საჰაერო ბრძოლის) სიშორის რაკეტებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები