საბაღე ბორდიური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 23 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბაღე ბორდიური − ბეტონის ან თლილი ქვის ბორდიური, რომელიც გამოიყენება კერძო საბაღე ფართობებისა და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოსაწყობად. საქართველოში მზადდება ორი ზომის: 1000х200х80 და 500х200х80 მმ. ნახევარი მეტრის სიგრძის ბორდიური ძირითადად გამოიყენება ნაკვეთში მრუდი დეკორის (ხაზების) გამოსაყვანად.