საბრძოლო გამოცდილება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:42, 4 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო გამოცდილება – საბრძოლო მოქმედებების ხერხების (ილეთების) ცოდნა (უნარი, ჩვევა), მიღებული სამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების მიერ ბრძოლებსა და ოპერაციებში.
საბრძოლო გამოცდილება ხელს უწყობს შემდგომ ბრძოლებში გამარჯვების მიღწევას. იგი წარმოადგენს სამხედრო საქმიანობის განვითარების თეორიისა და პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს წყაროს.