სადაზვერვო ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:38, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სადაზვერვო ავიაცია – სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის გვარეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის, ადგილმდებარეობის და საჰაერო დაზვერვისათვის; ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგის ცალკეული ობიექტები. ზოგიერთი ქვეყნების სამხედრო-საჰაერო ძალები მოიცავს სადაზვერვო საავიაციო ნაწილებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც შედიან სამხედრო-საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის გაერთიანებებისა და შენაერთების შემადგენლობაში. აღჭურვილია პილოტირებული მზვერავი თვითმფრინავებით და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017