საერთაშორისო გადაზიდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საერთაშორისო გადაზიდვა – ნებისმიერი სახის გადაზიდვა (ხალხი, ფოსტა, მზა საქონელი, მადნეული და სხვა) ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტომობილი, თვითმფრინავი, გემი, მატარებელი და სხვა) ორ სახელმწიფოს შორის. საერთაშორისო გადაზიდვაში არ შედის საქონლის გადაზიდვა მილსადენებითა (ნავთობი, გაზი, წყალი) და ელექტროგადამცემი ხაზებით (ელექტრული დენი).