საერთაშორისო სამხედრო სამდივნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:58, 28 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სამხედრო სამდივნო – პასუხისმგებელია სამხედრო სფეროში ნატოს პოლიტიკის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და სამხედრო კომიტეტისათვის განსახილველი რეკომენდაციების წარდგენაზე. აგრეთვე პასუხისმგებელია ნატოს სამხედრო კომიტეტის მითითებების სათანადო შესრულებაზე.

სამდივნო აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობის პროცესში ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივის ჩარჩოებში. საერთაშორისო სამხედრო სამდივნოს უფროსი ინიშნება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან. საერთაშორისო სამხედრო სამდივნოს უფროსს ჰყავს ხუთი მოადგილე, თითოეული მათგანი ცალკეულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. ეს მიმართულებებია:

1. დაგეგმვა და პოლიტიკა;
2. ოპერატიული სამსახური;
3. დაზვერვა, თანამშრომლობა და რეგიონული უსაფრთხოება;
4. ლოგისტიკა;
5. შეიარაღება და რესურსები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები