საერთო-საჯარისო რეზერვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საერთო-საჯარისო რეზერვი – საერთო-საჯარისო ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები, რომლებიც განკუთვნილია ძალისხმევის გასაძლიერებლად მთავარ მიმართულებაზე (ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის მიმარულებაზე), კონტრდარტყმების (კონტრიერიშების) მოსაგერიებლად (მისაყენებლად), ფლანგების და პირაპირების უზრუნველსაყოფად და ოპერაციის (ბრძოლის) დროს წამოჭრილი სხვა ამოცანების გადასაწყვეტად. საერთო-საჯარისო რეზერვი ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტი.