საზღვაო ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაფალგარის ბრძოლა

საზღვაო ომი - საერთაშორისო საზღვაო სამართალში – საომარი მოქმედებების ყველა სახეობა, რომელიც წარმოებს საომარი მოქმედებების საოკეანო და საზღვაო თეატრებზე.

საზღვაო ომის დროს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები რეგულირდება როგორც სახელშეკრულებო პრინციპების და საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების საფუძველზე. უკანასკნელი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების შესაბამისად, შეიძლება ხორციელდებოდეს მხოლოდ მეომარი მხარეების შეიარაღებული ძალებით და მხოლოდ საზღვაო ომის თეატრის ფარგლებში ანუ ღია ზღვაში, მეომარი სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებსა და შიდა წყლებში, აგრეთვე მათ თავზე, საჰაერო სივრცეში.

საზღვაო ომის თეატრში არ შეჰყავთ ნეიტრალური სახელმწიფოების შიდა და ტერიტორიული წყლები, აგრეთვე საერთაშორისო სრუტეები და საერთაშორისო არხები, რომლებსაც ნეიტრალური სტატუსი აქვთ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები