სათაურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:53, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათაურა

სათაურა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილი. რკალისებრი. კერავდნენ ბამბის ან შალის ქსოვილისაგან. მოსართავად იყენებდნენ მონეტებს, მძივებს, ღილებს. ქარგავდნენ ფერადი ძაფებით. სათაურა რამდენიმე სახისაა: კავიანი, ყურიანი, საყენ-ყურიანი, საყენიანი და მაღალი.

თავხურვას ხევსურეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. გათხოვილი ქალი მანდილის გარეშე გარეთ ვერ გავიდოდა, ვერავის შეეგებებოდა, რადგან ამგვარი ქცევა უზრდელობისა და უპატივცემულობის გამომხატველად ითვლებოდა. გასათხოვარ ქალს კი მარტო სათაურას ტარებაც შეეძლო. ახალ პატარძალს უფლება ჰქონდა მამის სახლში მოეხადა მანდილი, უმანდილოდ იგი ქმარსა და ქმრის ნათესავებს ვერ ეჩვენებოდა. ხევსურმა ქალმა სათაურა-მანდილის ხმარება მოგვიანებით დაიწყო, მანამდე კი იგი „ჭანჭიკის ხელსახოცს“ ატარებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მოკლე თმის ტარება დაიწყეს, ჭანჭიკის ხელსახოცი მანდილს ვეღარ იჭერდა და მის მაგივრად ჩიხტისმაგვარი სათაურა შეუქმნიათ.

ლიტერატურა

ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935,
ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები