საკონტროლო კაბელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:17, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკონტროლო კაბელი − ელექტრომოწყობილობის სიგნალიზაციის, კონტროლისა და მართვის ელექტრული კაბელი. შეიცავს ათეულობით სპილენძის ან ალუმინის ძარღვს (სადენს), რომლებიც იზოლირებულია რეზინით ან პლასტმასით. საკონტროლო კაბელის ძარღვები მოთავსებულია ტყვიის, პოლივინილქლორიდის ან რეზინის გარსში და უმეტესად დაცულია ჯავშნით. საკონტროლო კაბელით სარგებლობა შეიძლება შენობის შიგნით, ღია ჰაერზე, მიწაში და წყალშიც კი (დამოკიდებულია კაბელის ტიპზე).