სამბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამბა — საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა. ბრაზილიური ხალხური საცეკვაო მელოდიის ტემპერამენტული ხასიათი გადმოიცემა ზამბარისებური მოძრაობებით. ტემპი 48 - 56 ტაქტი წუთში. მუსიკალური ზომა 2/4. ყოველი ტაქტის მეორე თვლა ძლიერ აქცენტირებულია. ადვილი, საყოველთაოდ მისაწვდომი შესრულებით განეკუთვნება ყოფით ცეკვებს, ხოლო რთული შესრულებით, რთული ფიგურებისა და შესრულების მაღალი კლასის ვარიაციების გამოყენებით — სპორტულ ცეკვებს.