სამება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 27 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამება - ერთარსება, განუყოფელი, სამპიროვანი ჭეშმარიტი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.
მამა ღმერთი უშობელია, დაუსაბამოა. მამა დაუსაბამო და დასაბამი არის ძისა და სულისა წმიდისა.
ძე ღმერთი - მამისაგან შობილია ( არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს ე.ი. დროის მიღმა - დაუსაბამოა. ძე ღმერთი შობილია მამა ღმერთისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იგი ისევე მარადიულია, როგორც მამა ღმერთი.
სულიწმიდა - ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, რომელიც მამისაგან გამოვალს - მამისათანა და ძისათანა თაყვანისიცემების და თანაიდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.