სამრეწველო შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამრეწველო შენობა – სამრეწველო წარმოებისთვის განკუთვნილი შენობა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების შესრულებისა და შრომისათვის საჭირო პირობების შექმნას. განასხვავებენ წარმოების დარგისა (მშენებლობა; მეტალურგია; სამთო, მსუბუქი, მძიმე, კვებისა და ა.შ. მრეწველობა და სხვ.) და სახეობის, ხოლო ცალკეული საწარმოებისთვის დანიშნულების მიხედვით (ძირითადი, დამხმარე, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, სასაწყობო, ადმინისტრაციული, საყოფაცხოვრებო და სხვა).
