სამსარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:01, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამსარა - (გამოითქმის „სანსარად“). ეს სიტყვა სანსკრიტზე ნიშნავს „მოგზაურობას“. ინდურ რელიგიაში ეს აღნიშნავს სულის მოგზაურობას სხეულიდან სხეულში, არსებიდან არსებაში. ე.ი. სამსარა არის ახალ-ახალ დაბადებათა, ახალ-ახალ გარდასახვათა, განსხეულებათა წრებრუნვა.

რით შეიძლება დავაღწიოთ თავი სამსარას? - წუთისოფლის უკეთურებათა დათრგუნვით, განწმენდით, განსპეტაკებით და ამაღლებით შევძლებთ რეინკარნაციის ჯაჭვის გაწყვეტას და მსოფლიო სულთან მიახლებას, მის წიაღში დანთქმას - სამადჰის. არსებათაგან ამ იდეალის სრულყოფა მხოლოდ ადამიანს, ზეაღმავალი კიბის უმაღლეს საფეხურზე მდგომს, ძალუძს. ამასთანავე - არა ყველას, არამედ - ბრაჰმანთ, თანაც ღირსეულ ბრაჰმანთ.


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები