სამშენებლო ფილა მინაკრისტალური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო ფილა მინაკრისტალური – ფილა, რომელიც მზადდება უფერო ან ფერადი მინის გრანულების თერმოდამუშავებით (შეცხობით) კაჟმიწასთან ერთად. გარე ზედაპირი პრიალდება ცეცხლის მეშვეობით, რის შედეგად ფილა იღებს ბუნებრივი ქვის ფაქტურას. მისი ზომებია: 150x300 მმ და 300x300 მმ. გამოიყენება კედლების მოსაპირკეთებლად და იატაკების მოსაწყობად.