სამხედრო გათვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო გათვლა - ქვემეხის, ტყვიამფრქვევის, შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის უშუალო მომსახურე სამხედროების ჯგუფი. არტილერიაში, კავშირგაბმულობის ჯარებში პირველადი (უმდაბლესი) საორგანიზაციო ერთეული.
ჩვეულებრივ, გათვლას სათავეში უდგას მეთაური. გათვლაში შემავალი სამხედრო მოსამსახურეები სახელდებიან ნომრებით (პირველი ნომერი, მეორე ნომერი და ა.შ.), ყოველი მათგანი ასრულებს გარკვეულ მოვალეობას. გათვლაში ნომრების რაოდენობა დამოკიდებულია შეიარაღების (სისტემის) სახეობაზე.