სამხედრო პროდუქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო პროდუქცია - ვიწრო გაგებით, პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია შეიარაღებულ ძალებისათვის (შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და ა.შ.);
ფართო გაგებით – ყოველგვარი საქონელი და მომსახურება, რომელიც გამოიყენება საზოგადოების სამხედრო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ფუნქციური როლით განასხვავებენ:
- საბოლოო სამხედრო პროდუქციას, რომელიც შეიარაღებულ ძალებს უშუალოდ მიეწოდება და მათ მიერ მოიხმარება;
- წარმოების საშუალებებს, რომლებიც სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოიყენება;
- სამხედრო წარმოებაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის მოხმარების საგნებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017