სამხედრო უპირატესობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო უპირატესობა – ერთი სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) სამხედრო ძლიერების არსებითი უპირატესობა მეორესთან შედარებით. სამხედრო უპირატესობა გამოხატავს მხარეთა სამხედრო, ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური, მორალური და სულიერი შესაძლებლობების თანაფარდობას. ძირითადი მაჩვენებელია მხარეების შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების და ძალების თანაფარდობა. კონკრეტულ სიტუაციაში სამხედრო უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორია სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობა.