სანაპირო ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანაპირო ბაზასამხედრო ფორმირება, რომელიც განკუთვნილია ხომალდების შენაერთების ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის. იქმნება ფლოტის ბაზირების პუნქტებში სამხედრო-საზღვაო ძალების შენაერთების ან გაერთიანებების შემადგენლობაში.

ამარაგებს ხომალდებს ყველა სახეობის მატერიალური საშუალებით, ახორციელებს ტერიტორიის დაცვის ღონისძიებებს, ქმნის პირობებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადებისა და დასვენებისათვის.

სანაპირო ბაზის მონაკვეთი უზრუნველყოფილია ნავმისადგომით, ელექტროსადგურებით, საქვაბეებით, წყალდასაწნეო სადგურებით, გემების დატვირთვის და ხომალდებზე ელექტროენერგიის, ორთქლის, წყლის მიწოდების საშუალებებით და ა.შ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები