სარდლობის ინტეგრირებული სტრუქტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 27 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარდლობის ინტეგრირებული სტრუქტურა - სარდლობის სტრუქტურა, დაკომპლექტებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალით, ნატოს ამოცანების და მოთხოვნების შესასრულებლად. შედგება ორი უმაღლესი სტრატეგიული სარდლობისგან: ატლანტიკაზე და ევროპაში.
ატლანტიკაზე სტრატეგიული სარდლობის დაქვემდებარებაშია სამი რეგიონული სარდლობა, ხოლო ევროპაში სტრატეგიული სარდლობის დაქვემდებარებაში - ორი რეგიონული სარდლობა. შემდგომში სტრუქტურა იყოფა კომპონენტებად და სახეობათაშორის სუბრეგიონულ სარდლობებად. რეგიონული კანადურ-ამერიკული დაგეგმვის ჯგუფი სარდლობის ინტეგრირებული სტრუქტურის ნაწილია.