სასაზღვრო საგუშაგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასაზღვრო საგუშაგო – ზოგიერთ ქვეყანაში სასაზღვრო ჯარების ძირითადი ქვედანაყოფი, რომელიც განკუთვნილია გარკვეულ უბანზე სახელმწიფო საზღვრის უშუალო დაცვისათვის. ჩვეულებრივ, შედგება: მსროლელთა, რადიოსალოკაციო-საპროჟექტორო, სამსახურებრივი ძაღლების, კავშირგაბმულობის და უზრუნველყოფის რამდენიმე ათეულისაგან. შედის სასაზღვრო რაზმის, კომენდატურის ან მოტოსამანევრო ჯგუფის შემადგენლობაში.