სასტვენი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:52, 1 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასტვენი
- სალამური ან სასტვენი, რომელიც გამოსცემს წრიპინა ხმას.
- ბაიანებში, აკორდეონებში და სხვა ენაკიან საკრავებში – თხელი ლითონის ფირფიტის (ენაკის) საყოფაცხოვრებო სახელწოდება.
- ლერწმის თხელი ფირფიტა – ენაკი, რომელიც გამოიყენება ბგერის მისაღებად ჩასაბერ ენაკიან საკრავებში უფრო ხშირად სასტვენს უწოდებენ ზურნის, ჰობოის, ფაგოტის და სხვ. ორმაგ ენაკს.