საყრდენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საყრდენი
1. საბ(რ)ჯენი, საყრდნობი, ბურჯი;
2. მოწყობილობა ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის (სვეტი, დგარი, ბოძი, კედელი და მისთ.) ან მანქანის დეტალის შესაკავებლად და მისამაგრებლად, მბრუნავი ნაწილის შესაკავებლად და სხვ. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით საყრდენი არის: ანკერული, ბურთულა და გორგოლაჭებიანი, დრეკადი, სახსრული, სფერული, ხისტი და სხვა;
3. სიმაღლეზე მომუშავის ძირითადი ან დამზღვევი თოკის დასამაგრებელი კონსტრუქციული დეტალი.