სახუროე წებო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:37, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სახუროე წებო − წებო, მიღებული ცხოველების ძვლის, ტყავისა და სხვა მსგავსი მასალების ნარჩენების გადამუშავებით. მათ იყენებენ ცხელ მდგომარეობაში მცირე ფართობის მქონე ზედაპირების შესაწებებლად, რადგანაც გამყარების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ამის გამო ასეთ წებოებს მხოლოდ სახუროე-საავეჯო წარმოებაში იყენებენ.