საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობები − უმაღლესი ოპერატიული ორგანო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც ეკისრება აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ყველა ამოცანა; ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის შემადგენელი ნაწილი. ასრულებს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მთელი ძალების მართვის ფუნქციას.
სარდლობას ოპერატიულად ექვემდებარება საჰაერო თავდაცვის დივიზია, ბირთვულ-სარაკეტო დარტყმის შესახებ გაფრთხილების, კოსმოსური სივრცის კონტროლის ცალკეული ესკადრილიები, სამმართველოები და დამხმარე ნაწილები. ძალების და საშუალებების ძირითადი დაჯგუფება განლაგებულია კანადის და აშშ-ის ტერიტორიაზე. გაფრთხილებისა და კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემების ცალკეული საშუალებები განლაგებულია დიდ ბრიტანეთში, გრენლანდიასა და სხვა ქვეყნებში.