სეკრეტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სეკრეტერი – (ლათ. secretarius < secretum < secret საიდუმლო) კომბინირებული საწერი მაგიდა ან კარადა, რომელსაც აქვს გადმოსაწევი ან გამოსაწევი თარო საწერად. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII-XIX საუკუნეში. ავეჯის თანამედროვე ასორტიმენტში სეკრეტერი კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისი კომპაქტური კონსტრუქციის გამო.