სენტ-ვინსენტი და გრენადინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 9 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სენტ-ვინსენტი და გრენადინები (Saint-Vincent and the Grenadines), სახელმწიფო კარიბის ზღვის კუნძულ სენტ-ვინსენტსა და მცირე ანტილის კუნძულების გრენადინის არქიპელაგზე.

ფართობი – 389 კმ2.

მოსახლეობა – 120 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. კინგსტაუნი.

არის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.

სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.

საკანონმდებლო ორგანო – კრების პალატა, აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1979 წლის 27 ოქტომბრიდან.


ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ტროპიკული მიწათმოქმედება და საერთაშორისო ტურიზმი.

მთავარი საზღვაო პორტი – კინგსტაუნი.

საერთაშორისო აეროპორტი – კუნძულ სენტ-ვინსენტზე. შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. თავდაცვის საკითხებს განაგებს დიდი ბრიტანეთი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები