სივრცობრივი ღეროვანი გადახურვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სივრცობრივი ღეროვანი გადახურვა – შედგება ერთნაირი ტიპის პირამიდებისაგან, რომლებსაც კვადრატული საძირკველი აქვს. ასეთ სისტემებში დატვირთვა ნაწილდება ელემენტებს შორის, რომლებიც მუშაობენ ორი მიმართულებით როგორც ბრტყელი კონსტრუქციები (კოჭები ან ფერმები). კონსტრუქციის მეორე, ტიპია ღეროვანი სისტემა ელემენტებითურთ, რომლებიც წარმოქმნიან უცვლელ სივრცობრივ ბადეს. ასეთი სისტემები ღებულობენ მბრუნავ მომენტებს, რომელნიც წარმოიქმნებიან კონსტრუქციის ჩაღუნვისას. სარტყლის სიბრტყეში მათ აქვთ მყარი მთლიანი ან ცხაური დისკოები.