სილაბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილაბეტონი – წვრილმარცვლოვანი ბეტონი, რომლის შემადგენლობაში შედის წვრილი შემავსებელი (ქვიშა, სილა) და შემკვრელი. ის სამშენებლო დუღაბის ანალოგიურია შემადგენლობით, მაგრამ ნაკლებ მოძრავია, რაც განაპირობებს განსხვავებას მათი დაგების ხერხში. გამოიყენება იმავე მიზნებისათვის, როგორც ჩვეულებრივ მძიმე ბეტონები.