სიმონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიმონია - საეკლესიო თანამდებობისა და სასულიერო წოდების ყიდვა-გაყიდვა. იერარქიული ხარისხის მინიჭება ანგარებით. საქმე მოციქულთა-ში მოხსენიებულია სვიმონ მოგვი, რომელიც მოციქულებს სთხოვს, მიანიჭოს სულიწმინდის ნიჭი და ის პეტრე მოციქულმა ამხილა. სწორედ ამ სვიმონ მოგვის სახელის გამო დაერქვა იერარქიის ყიდვა-გაყიდვის ცოდვას სიმონია.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.