სინკრეტული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:31, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინკრეტული თეატრი –(ბერძნ. synkretismos – შეერთება, გაერთიანება), თეატრის პირველსახე, როცა მასში გაერთიანებული იყო სიმღერა, ცეკვა, პანტომიმა, სიტყვა, მუსიკა (და ა.შ.). რიტმული მთლიანობის და მიბაძვის ელემენტების არსებობის გამო, მასში უკვე ჩასახული იყო დრამატული პოეტიკისა და გარდასახვის უმარტივესი ფორმები, სცენოგრაფიის საწყისები (ტანის და სახის მოხატვა, ნიღბები და ა.შ.).

სინკრეტული თეატრი დაკავშირებული იყო საკრალურ ან საყოფაცხოვრებო რიტუალთან და ვითარდებოდა რელიგიური ფორმაცვლათა მიხედვით. სინკრეტულ თეატრში ლიტერატურული საწყისის, მითოლოგიის შეჭრამ გამოიწვია მისი დაშლა ცალკეულ დარგებად – დრამატული თეატრი, მუსიკალური თეატრი, საბალეტო თეატრი, რომლებიც თავის მხრივ დანაწილდნენ გვარეობებად და სახეობებად. სინკრეტული თეატრი ცხადყოფს თეატრის უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები