სიონჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:56, 28 ივნისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სიონჯი – (Nigella savita); ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარე; ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი.
სიონჯი – ბიბლიური მცენარე
ძველი აღთქმის ხანიდან მოკიდებული, სოინჯს არაბულ სამყაროში იყენებენ კულინარიაში როგორც პილპილისმაგვარ ცხარე სანელებელს. მის გამხმარ თესლს გამოცხობამდე ზევიდან აფრქვევენ პურ-ფუნთუშეულს, რაც სასიამოვნო გემოს აძლევს ნამცხვარს. ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ სოინჯის ანტისეპტიკურ თვისებებსაც, რაზედაც ცნობებს გვაწვდიან ანტიკური ისტორიული წყაროები.
„რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატრიალებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით – კვლიავი“. (ესაია 28,27)