სიღარიბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:29, 13 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიღარიბე - (poverty) - ადამიანის, ოჯახის, ქვეყნის ხელთ არსებული ქონებრივი ფასეულობების, ფულადი სახსრების უკმარისობა ნორმალური ცხოვრებისათვის.

სიღარიბის ზღვარს უწოდებენ განსაზღვრული პერიოდისათვის ადამიანის, ოჯახის ფულადი შემოსავლების ნორმატიულად დაწესებულ დონეს, რომელიც მხოლოდ საარსებო მინიმუმს უზრუნველყოფს. შეიძლება განხილულ იქნეს როგორც აბსოლუტური, ისე შეფარდებითი სიღარიბე.

აბსოლუტური სიღარიბის განსაზღვრისათვის საჭიროა არსებობისათვის აუცილებელი შემოსავლის მინიმალური დონის განსაზღვრა, მაგ., შეფასებული უნდა იქნეს საკვებზე და აუცილებელი მოთხოვნილების საქონელზე მინიმალური მოთხოვნილება და მისი შეძენის შესაძლებლობები ყველაზე დაბალი ფასით.

შეფარდებითი სიღარიბე განისაზღვრება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების შედარებით.მაგ., თუ ინდივიდს აქვს შემოსავალი, რომელიც აღემატება საარსებო მინიმუმს, მაგრამ იგი გაცილებით დაბალია, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფების შემოსავალი, მაშინ ეს ინდივიდი შედარებით სიღარიბეში იმყოფება.

საზოგადოებრივი სიმდიდრის ზრდასთან ერთად იზრდება სიღარიბის ზღვრის განმსაზღვრელი შემოსავლების დონეც. აბსოლუტური სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია. შეფარდებითი სიღარიბე ყველგან არის, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები და დონე განსხვავებულია. მთავარია სიღარიბე სოციალურად ასატანი იყოს. სიღარიბის სამი მაჩვენებელი არსებობს: სიღარიბის დონე, რომელიც გამოხატავს ღარიბთა წილს მთელ მოსახლეობაში; სიღარიბის სიღრმე, რომელიც გამოხატავს სიღარიბის ზღვრამდე ღარიბთა დაშორების წილს, ე.ი.რამდენად არის ღარიბთა შემოსავალიდაშორებული საარსებო მინიმუმს; სიღარიბის სიმწვავე, რომელიც გამოხატავს ღარიბთა შორის სიღარიბის უთანაბრობას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები