სკივრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 11 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკივრი − ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სახურავიანი დიდი ყუთი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში იგი სამზითვო ნივთი იყო. ტერმინი სკივრი ძველ წერილობით ძეგლებში არ იხსენიება. სკივრის იდენტური ფუნქციის დგამს წყაროებში კიდობანი ერქვა.