სლოუ ფოქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:52, 30 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სლოუ-ფოქსი, ნელი ფოქსტროტი − (ინგლ.slow-fox), — საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა, აიგება ჩვეულებრივი ნაბიჯების მსგავს ნაბიჯებზე, რომლებიც სრულდება სხვადასხვაგვარ რიტმულ შეხამებებში. ტემპი — 30 ტაქტი წუთში. მუსიკალური ზომა 4: 4. პირველი და მესამე თვლა აქცენტირებულია, მაგრამ უფრო ნაკლები სიძლიერით, ვიდრე სწრაფ ფოქსტროტში. სლოუ-ფოქსი განეკუთვნება სპორტულ ცეკვებს.