სოლომონის სვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:43, 14 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოლომონის სვეტი – სპილენძის, თითბრის ან ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ორი სვეტი, ბოაზი და იაქინი, რომლებიც იდგა იერუსალიმის პირველი ტაძრის – სოლომონის ტაძრის კარიბჭესთან. თითოეული სვეტის სიმაღლე 8,2 მ იყო, დიამეტრი – 1,8 მ. მათ თავზე ედგათ 2,4 მ დიამეტრის თითბრისგან ჩამოსხმული კაპიტელები.